Power Maintenance Engineer

Tbilisi, Georgia
VEON Georgia – Technology
Full-time
ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი და მომსახურებას უწევს 210 მილიონ მომხმარებელს.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მასშტაბით ენერგეტიკული აპარატურის მონიტორინგი
** საბაზო სადგურების, საკომუტაციო საშუალებების და სხვა დამხმარე მოწყობილობების შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის ელ. კვების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში არსებული რესურსების გაფართოების/მოდერნიზაციის უზრუნველყოფა
** ენერგო დანახარჯების, დიზელის საწვავის ხარჯის კონტროლი, სტატისტიკის დამუშავება და ანგარიშების მომზადება
** ენერგო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზრუნვა
** ენერგეტიკული მიმართულებით ტექ. დავალებების შედგენა და შესრულების კონტროლი
** სატენდერო საექსპერტო ჯგუფებში მონაწილეობა
** სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება (ტექნიკური მოწყობილობის  მონტაჟი, კაბელების მონტაჟი და ა.შ.)
** შრომის უსაფრთხოების დაცვა ენერგო მომარაგების მიმართულებით.
 
თუ შენ:
** მიღებული გაქვს უმაღლესი განათლება ენერგეტიკული მიმართულებით
** გაქვს არანაკლებ 3 წლიანი საინჟინრო საქმიანობის გამოცდილება ენერგეტიკული მიმართულებით
** გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** შეგიძლია MS Office-ის აპლიკაციებში (Word, Excel) მუშაობა
** გაქვს მინიმუმ 1000 ვოლტამდე დაშვების სერტიფიკატი
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და პრობლემის ოპერატიულად გადაჭრა
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, კარგად იცი ინგლისური ენა და საშუალოდ - რუსული ენა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 30 აპრილამდე.
რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.