Junior Reporting Specialist

Tbilisi, Georgia
VEON Georgia – Technology
Full-time
ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი და მომსახურებას უწევს 210 მილიონ მომხმარებელს.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
** SQL სკრიპტების წერა
** რეპორტების აწყობა
** მონაცემთა ანალიზი
 
თუ შენ:
** კარგად იცი რელაციური ბაზები და იცი SQL
** გაქვს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება: MS SQL, Oracle, Postgres
** გაქვს ანალიტიკური აზროვნება
** იცი რუსული ან ინგლისური ენა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 12 მაისამდე.
რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.