O2C Accountant

Tbilisi, Georgia
VEON Georgia – Finance
Full-time
ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი და მომსახურებას უწევს 210 მილიონ მომხმარებელს.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

 ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე, დებიტორული დავალიანებების და შემოსავლების აღრიცხვის მიმართულებით (O2C Accountant).

ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება კომპანიის შემოსავლების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის ნაწილში
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება
** სხვადასხვა საბუღალტრო რეპორტების დამუშავება დებიტორული დავალიანებების ნაწილში
** აუდიტის მიმდინარეობის პროცესში შესაბამისი ანგარიშების მომზადება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ბუღალტერიის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ACCA-ს სერთიფიკატის ან მინიმუმ მეორე დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა  ჩაითვლება უპირატესობად
** სავალდებულოა IFRS სტანდარტების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება და MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
** 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაშიგამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 23 სექტემბრამდე.
რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.