DevOps Engineer

Tbilisi, Georgia
VEON Georgia – Technology - IT
Full-time
ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი და მომსახურებას უწევს 210 მილიონ მომხმარებელს.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას DevOps ინჟინრის პოზიციაზე.
DevOps ინჟინერი არის DPM (Data Management Platforms) გუნდის წევრი და მისი როლია კორპორატიული Big Data კომპონენტების, როგორიც არის Data Platforms, Data Flow, BI, opensource დანერგვა-მართვა და ყველა კომპონენტის ავტომატიზაცია
 
ძირითადი მოვალეობები:
**  მონაცემთა მეცნიერების პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაცია
** კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაცია, opensource/commercial პროდუქტების გარჩევა, ტესტირება და იმპლემენტაცია production გარემოში
** ყველა DMP სერვერების და სერვისების მხარდაჭერა და მონიტორინგი
** პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებისთვის ავტომატიზაციის pipeline-ბის განვითარება
** DMP გუნდის წევრების ტექნიკური მხარდაჭერა
 
თუ შენ:
** გაქვს Opensource და Big Data პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება
** გაქვს Linux სისტემების, BI სისტემების, Virtualization ადმინისტრირების გამოცდილება
** გაქვს DevOps CI/CD, IT ინფრასტრუქტურის არქიტექტურის გამოცდილება
** გაქვს შემდეგი სისტემების ცოდნა: Apache Hadoop, Apache NiFi, Apache Kafka, Kubernetes, Docker, Hortonworks Data Platform, Hortonworks Data Flow
** იცი შემდეგი პროგრამული ენები: Bash (აუცილებელია), Python (სასურველია)
** მაღალ დონეზე (C1) ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.