Sales and Service Specialist - Akhaltsikhe

Akhaltsikhe, Georgia
VEON Georgia – Business Operations - Sales and Service Offices
Full-time
ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი და მომსახურებას უწევს 210 მილიონ მომხმარებელს.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ ახალციხეში.
ძირითადი მოვალეობები:
** ბილაინის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა
** მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებისთვის გაცნობა და გაყიდვა
** გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა
** სალაროს ოპერაციების შესრულება
 
თუ შენ:
** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე იცი ინგლისური და რუსული ენები
** სასურველია გქონდეს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
** ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
** გიყვარს კომუნიკაცია და მომხმარებლებთან ურთიერთობა
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
** გაქვს ანგარიშგების  მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 7 ივლისის ჩათვლით.
რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.