Financial Planning and Analysis Manager

Tbilisi, Georgia
VEON Georgia – Finance
Full-time
ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი და მომსახურებას უწევს 210 მილიონ მომხმარებელს.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის მენეჯერი პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური ანგარიშების მომზადება და ანალიზი (ყოველკვირეული, ყოველთვიური და ა.შ.)
** ფინანსური დაგეგმვის პროცესის მართვა და მონაწილეობა (წლიური ბიუჯეტის, ბიზნეს გეგმის და პროგნოზების მომზადება და ანალიზი)
** პროექტების და ინვესტიციების ბიზნეს ანალიზი და გეგმის მომზადება
** სატარიფო გეგმების ანალიზი და ანგარიშის მომზადება
** სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ფასის დადგენა/ცვლილების პროცედურაში მონაწილეობა
** ლოგისტიკის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა
** საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისითვის ინფორმაციის მომზადება და მიწოდება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსური რეპორტინგის და დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება და უპირატესობად ჩაითვლება დიდი ოთხეულის აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ERP-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 14 ოქტომბრამდე.
რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.